NBA Basketball School Georgia — JBS აკადემიისა და NBA-ს ერთობლივი პროექტია, რომელიც 6-დან 18 წლამდე სპორტსმენებს NBA-ს ოფიციალური მეთოდოლოგიით ვარჯიშის შესაძლებლობას აძლევს. პროგრამა მიზნად ისახავს ტექნიკური და ფიზიკური უნარების დახვეწასთან ერთად, გუნდური და ლიდერული თვისებების განვითარებას.
სავარჯიშო პროცესს უძღვებიან ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების მწვრთნელები NBA-ს ტექნიკური დირექტორის მენტორობით. აქ თითოეულ მოზარდს აქვს წვდომა მსოფლიო დონის ცოდნაზე, რაც ეხმარება მათ, ჩამოყალიბდნენ ძლიერ და თავდაჯერებულ სპორტსმენებად.
Johan Cruyff Institute საქართველოში JBS-ის ოფიციალური პარტნიორობითაა წარმოდგენილი და სპორტული მენეჯმენტის საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ განათლებას უზრუნველყოფს. პროგრამები იოჰან კრუიფის ფილოსოფიას ეფუძნება, რაც სტუდენტებში სტრატეგიული აზროვნებისა და ინოვაციური ხედვის განვითარებას ემსახურება.
სწავლებას უძღვებიან გამოცდილი ლექტორები JCI-ის მეთოდოლოგიით, რაც მენეჯმენტის, მარკეტინგისა და ფინანსების პრაქტიკულ შესწავლას გულისხმობს. მიღებული ცოდნა აუცილებელია სპორტის ინდუსტრიაში წარმატებული კარიერისა და ლიდერული პოზიციების დასაკავებლად.
სპორტული საგანმანათლებლო ფორუმი — ეს არის პლატფორმა, რომელიც სპორტის ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციებს, ინოვაციურ მიდგომებსა და საერთაშორისო გამოცდილებას ეძღვნება. ღონისძიება აერთიანებს პროფესიონალებს, მწვრთნელებსა და სტუდენტებს, რათა ერთობლივად განიხილონ განათლების როლი სპორტის განვითარებაში.
ფორუმი მონაწილეებს სთავაზობს შეხვედრებს ინდუსტრიის ლიდერებთან, სადაც განხილული იქნება სტრატეგიული მენეჯმენტი, მარკეტინგი და ორგანიზაციული განვითარება. ეს არის იდეალური სივრცე ცოდნის გაზიარებისთვის, პროფესიული კავშირების დამყარებისა და კარიერული წინსვლისთვის.